|
2024-02-19 13:33:10, 695 ნახვა
საზოგადოება
„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, მესტიაში სათხილამურო ტურნირი „თეზოს თასი 2024“ გაიმართა
„ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში, ზურულდის მთაზე, ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი - „თეზოს თასი 2024“ მეათედ გაიმართა. სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს, „ბაზისბანკისგან“, ფულადი პრიზი გადაეცა. „ბაზისბანკის“ და „თეზოს თასის“ პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება და აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებას. თეზო ჯაფარიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საქმეში. ყოველწლიურად, ნამდვილი დღესასწაული ეწყობა სვანეთში და უამრავი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ერთიანდება და პატივს მიაგებს თეზოს ხსოვნას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ ულამაზესი სპორტის პოპულარიზაციაში და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა „ბაზისბანკის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)