|
2024-02-19 13:06:28, 659 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი პრაღისა და ბრიუსელის შეთანხმებების ერთგული რჩებიან,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. როგორც ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თქვა, მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. "შეხვედრის დროს იყო მნიშვნელოვანი კითხვა, ადასტურებენ თუ არა მხარეები ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა როგორც პრაღაში ოთხმხრივ შეხვედრაზე, ასევე ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მხარეები ამ შეთანხმებების ერთგულები რჩებიან. შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან, რის შემდეგაც საზღვრის დემარკაციის საკითხზეც გაიმართება შეხვედრა",- აცხადებს ფაშინიანი. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შუამავლობით შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)