|
2024-02-19 10:31:08, 650 ნახვა
საზოგადოება
კახეთში დამატებით 1 015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. "8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება. სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)