|
2024-02-16 20:43:15, 812 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ
ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. როგორც კამერონი აღნიშნავს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთმა დააპატიმრა, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა. „ალექსეი ნავალნი იყო წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და მან დათმო ყველაფერი იმის დასაცავად, რისიც სწამდა. მე თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა მოხდა აქ. პუტინის რუსეთმა დააპატიმრა ის, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში და ახლა ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჩვენ ამისთვის პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს პუტინის რეჟიმის საშინელ ბუნებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახლა მოხდა“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)