|
2024-02-16 18:46:38, 824 ნახვა
მსოფლიო
იულია ნავალნაია - მინდა პუტინმა და მისმა მთავრობამ პახუსია აგოს, ეს დღე მალე დადგება
რუსეთის ხელისუფლების მიერ მოკლული ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა მწარედ აგებს პასუხს. იულია ნავალნაიას თქმით, ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნავალნისთან, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობა ძალიან რთულია. "თუ ეს მართალია, მინდა პუტინმა, მის გარშემო მყოფმა ყველამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება. და მინდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას გაერთიანდნენ და დაამარცხონ ეს ბოროტება. " - განაცხადა იულია ნავალნაიამ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)