19:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 18:34:34, 817 ნახვა

მსოფლიო
შოლცი ნავალნიზე - ეს ძალიან დამთრგუნველია ჩვენთვის - რუსეთი დემოკრატიას, დიდი ხანია, ჩამოშორდა

რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას - ვინც აკრიტიკებს, დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს სიცოცხლის და უსაფრთხოების,- ასე ეხმაურება გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

შოლცმა ნავალნის გარდაცვალებას დამთრგუნველი ცნობა უწოდა.

"ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას ბერლინში შევხვდი, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა. ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან ეს სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. ვინც აკრიტიკებს, დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს სიცოცხლის და უსაფრთხოების. სწორედ ამიტომ ვართ შოკირებულები. 

ჩვენი ფიქრები მის მეუღლესთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთანაა. უბრალოდ, საშინელებაა და იმის მანიშნებელია, როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო, რუსეთი, დიდი ხანია, ჩამოშორდა დემოკრატიას",- ამბობს შოლცი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics