|
2024-02-16 17:42:32, 917 ნახვა
მსოფლიო
სიმონიანი ნავალნიზე - ყველამ დიდი ხანია დაივიწყა - მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა
ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა, - ასე ეხმაურება რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. როგორც სიმონიანი აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ ალექსეი ნავალნის მოკვლა საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. "ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობა" იყო. როგორც ჩანს, Guardian-ი პირველია, მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის - მათ ამას "ბრუტალური მკვლელობა" უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი", - წერს სიმონიანი Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)