20:18 - 26 May, 2026
|
2024-02-16 17:13:32, 788 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთმა ნავალნის დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს
ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ღრმად დამწუხრებული და შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ალექსეი ნავალნის დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს. "ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ღრმად დამწუხრებული და შეშფოთებული ვარ. ჩვენ ყველა ფაქტი უნდა დავადგინოთ და რუსეთმა მისი დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)