21:30 - 26 May, 2026
|
2024-02-16 16:27:44, 765 ნახვა
მსოფლიო
რინკევიჩი - ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია
ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ედგარს რინკევიჩმა ნავალნის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, - წერს რინკევიჩი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)