|
2024-02-16 10:11:27, 647 ნახვა
საზოგადოება
თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა
საქართველოს დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში, ათეულში აღმოჩნდა. "თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა. ანგარიშის მიხედვით, „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, თბილისთან ერთად, საუკეთესო ქალაქებია: ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბოლი, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა და ზაგრები. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ მიმართულებით კი, ნომინაციის ათეულში თბილისთან ერთად, დასახელებულია ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეიტინგის შედგენისას, ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება სულ ექვს კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)