21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 14:30:37, 696 ნახვა

მსოფლიო
FT - უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების რიგით მე-13 პაკეტს, რომლის ფარგლებშიც სანქციები რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქესა და ორგანიზაციას ეკისრებოდა.

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი, სიაში ჩინური კომპანიების ყოფნის გამო დაბლოკა.

მიუხედავად ამისა, Financial Times-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება.

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics