|
2024-02-15 10:39:28, 791 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. "სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) მიიღო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს. შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)