|
2024-02-15 10:24:37, 677 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა
თავდაცვის ახალ კოდექსში არსებული შეთავაზება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ემსახუროს საქართველოს, არის ძალიან კარგი. მეორე მხრივ, ძალიან დიდია ის სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო ამ ადამიანებს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი Live”-ში განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, მუშაობის პროცესში კოდექსს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, თუმცა კრიტიკოსების მხრიდან უკეთესის შეთავაზება არ ყოფილა. „ამ კოდექსს ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, შეთავაზება უკეთესის არ ყოფილა“, - განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში ჩართულია როგორც სამოქალაქო ოფისის, ისე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები. გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანმა „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)