23:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 10:08:15, 683 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის უწყებაში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მათ ჩართულობაზე გაამახვილა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან „ძალიან კარგი, დინამიური თანამშრომლობა გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება".

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ უკვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ელჩებთან, უკვე დაგეგმილია რამდენიმე სხვა შეხვედრა. ეს არა მხოლოდ გაცნობითი შეხვედრებია, არამედ, ჩვენ უკვე საქმეზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას ის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრისთვის, მეორე მხრივ, ეს არის მკაფიო განაცხადი, თუ როგორ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics