|
2024-02-15 09:56:01, 616 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობასა და გეგმებზე ისაუბრა. „გვაქვს ძალიან კარგი შედეგები გარკვეულ სფეროში, თუმცა არის პროექტები, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი გაგრძელება - ეს უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ. როდესაც ვსაუბრობთ სამხედრო მრეწველობაზე, ჩვენთვის პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების საჭიროებები და შესაბამისად, გვქონდეს ამ საჭიროებების სწრაფი შევსების შესაძლებლობა. მაგრამ, მხოლოდ ჩვენს მოხმარებაზე არ შეიძლება და შეუძლებელია ვიყოთ ორიენტირებულები. აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სახელმწიფოსთან ერთად, სჭირდება კერძო სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობაც. მინისტრის განცხადებით, საჭიროა არსებული ბიზნესმოდელის შესაბამისი შეფასება და ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას წარმატებული ბიზნესის პროექტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)