|
2024-02-15 09:48:38, 555 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა - ირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა და საზოგადოებამ მათი განსაკუთრებული ღვაწლი სათანადოდ უნდა დააფასოს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს და უწყება აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა საზოგადოება სათანადოდ იყოს სოლიდარული იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღნიშნული მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებებში უნდა აისახოს. „მთავარი ამოცანაა, დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული ნაკლოვანებების ანალიზის საფუძველზე, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქმედებები და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ იმ რესურსების გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდად იხარჯება ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დინამიკა არის ძალიან კარგი, სასიამოვნო, იმიტომ რომ, ეს არის პოლიტიკური გუნდის განაცხადი, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)