|
2024-02-14 20:18:50, 768 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - აშშ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას გააგრძელებს
აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა. როგორც ოსტინი აღნიშნავს, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. „კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)