|
2024-02-14 16:38:28, 672 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების (კარალეთის, ქვემო სობისის, ბერშუეთის, ქვეშისა და სვენეთის) საჯარო სკოლების მოსწავლეები სურსათის კვლევის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. მოსწავლეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს და სპეციალისტებისგან სურსათის კვლევის მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეები ლაბორატორიაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში გაიმართა. "აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და შესაბამისი პროფესიებით დაინტერესებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)