|
2024-02-14 14:31:06, 715 ნახვა
საზოგადოება
დაცულ ტერიტორიებზე არსებული რეკრეაციული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დაცულ ტერიტორიებზე არსებული რეკრეაციული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების საკითხები დაცული ტერიტორიების სააგენტოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კონსულტანტებმა წარმოადგინეს კონცეფციის დოკუმენტის პირველადი ვერსია, რომელიც მოიაზრებს დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობის განვითარების და ვიზიტორებზე მეტად მორგებული მომსახურებების დანერგვის შესაძლებლობას. "შეხვედრა GEF/UNDP-ის პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების კვლევა/მონიტორინგს, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას, მისი შემოსავლების ზრდის საშუალებებისა და მეთოდების კვლევის განხორციელების გზით. სამუშაო შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი, თომა დეკანოიძე და ბესიკ კუსიდი, ასევე, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კონსერვაციის რეგიონალური დირექტორი თამარ პატარიძე და ფონდის კონსულტანტები, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციების დირექტორები და თანამშრომლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)