|
2024-02-14 12:17:32, 508 ნახვა
საზოგადოება
თეიმურაზ კუპატაძემ DEA-ს შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან, მაიკლ რჟეპჩინსკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დეპარტამენტის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერდანაშაული და სხვა მძიმე ტრანსნაციონალური დანაშაულები. "შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისათვის. აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც ოპერატიული აქტივობების განხორციელების, ისე ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)