21:31 - 26 May, 2026
|
2024-02-13 23:14:04, 870 ნახვა
მსოფლიო
კირბი - თუ წარმომადგენელთა პალატა საგარეო დახმარების კანონპროექტს არ მიიღებს, მსოფლიოს აშშ-ის იმედი აღარ ექნება
თუ წარმომადგენელთა პალატა საგარეო დახმარების კანონპროექტს არ მიიღებს, მსოფლიოს აშშ-ის იმედი აღარ ექნება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბი აღნიშნავს, უკრაინა და ისრაელი აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საკუთარი ხალხის სიცოცხლისთვის და ეს დახმარება მათთვის კრიტიკულად აუცილებელია. "თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს გაუგზავნის სიგნალს არა მხოლოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, არამედ პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც, რომ შეერთებული შტატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ვიყოთ ლიდერები მსოფლიო ასპარეზზე, რომ არ შეგვიძლია პატივი ვცეთ ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც აწარმოებენ ჭეშმარიტად კრიტიკულ ბრძოლას", - განაცხადა კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)