|
2024-02-13 19:31:42, 621 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლების საკითხი დავაყენეთ
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. „დავაყენეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ გვეცოდინება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ორ მათგანთან დაკავშირებით. როგორც კი რამე გვეცოდინება, ინფორმაცია გაზიარდება ოჯახებისთვის. რაც შეეხება ბორდერიზაციას, გვქონდა ორი შემთხვევა მიმდინარე წელს. გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია ნულოვან კოეფიციენტთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს ეს საფრთხეები. თამაზ გინტურის საქმეზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მონაწილეებს მოვთხოვეთ, წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, მათგან მივიღეთ ტრადიციული პასუხი. კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა და ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ამგვარი პოზიცია არის აღმაშფოთებელი, ცინიზმი. რაც შეეხება დავით გურწიევს, ეს საკითხი დაისვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. ეს პიროვნება არის ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)