|
2024-02-13 15:47:01, 921 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს
აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, სომხეთს 4 დაღუპული და ერთი დაჭრილი ჰყავს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის". "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მორიგი პროვოკაციისა და ძალის გამოყენების შედეგად, 13 თებერვალს, დილით, ნერკინ ხანდაში სომხურ მხარეს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი ჰყავს. მიუხედავად სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 12 თებერვლის შეტყობინებისა, რომ სომეხმა მესაზღვრეებმა კაპანის რაიონში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, აგრესიული ქმედებები 13 თებერვალს დილითაც გაგრძელდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს. ძალის გამოყენების ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სამხედრო განცხადებები, ასევე საინფორმაციო და პროპაგანდისტული მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო დღეებში. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამხედრო პროვოკაციებისკენ და მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)