|
2024-02-12 23:58:35, 914 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მზადებისთვის შეხვედრა გავმართე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მზადებისთვის შეხვედრა გავმართე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა წარმოაჩენს თავის ხედვას ამ წლისთვის, რომელიც მრავალი თვალსაზრისით იქნება გადამწყვეტი. "დღეს თებერვალში ჩვენი საერთაშორისო საქმიანობის შესახებ გრძელი შეხვედრა გავმართე. მათ შორის ჩვენს მზადებაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურადაც. უკრაინა წარმოაჩენს თავის ხედვას ამ წლისთვის, რომელიც გადამწყვეტი იქნება მრავალი თვალსაზრისით, ისევე როგორც იმ პერსპექტივებს, რომელიც ყველა ჩვენს თავისუფალ ერს აქვს და არ უნდა დაკარგოს. თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აღიარებს, ისევე როგორც ყველასი, ვინც უკრაინას ეხმარება, და ყველა ლიდერისა და ერის, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც უკრაინელებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)