|
2024-02-12 23:34:20, 871 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ
ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. როგორც სეჟურნე აღნიშნავს, ევროპა მზად უნდა იყოს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის, რადგან რუსეთი ამით ევროპის ერთიანობის განადგურებას ცდილობს. „ყველამ მოისმინა ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის განცხადებები. მე არ შევწყვეტ ყველა ლიდერის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი ალიანსი მუშაობს ყველას, მათ შორის აშშ-ის სასარგებლოდ. თუმცა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ევროპელების მოსამზადებლად, რათა მოემზადონ იმ შოკისმომგვრელი სცენარისთვის, რომელიც შესანიშნავად აღწერა აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მომავალი, კერძოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, - განაცხადა სეჟურნემ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)