22:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 20:12:26, 870 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი - პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება, თუმცა პოლონელი ფერმერების ინტერესები მნიშვნელოვანია

პარადოქსია, რომ უკრაინას თუ სურს, მოახდინოს მთელი დასავლური სამყაროს მობილიზება რუსეთთან დაპირისპირებაში თავისი მხარდაჭერისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ თანამეგობრობის ცალკეული წევრების ინტერესებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა,

როგორც დონალდ ტუსკი აღნიშნავს,  უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილა და პოლონეთის პოზიცია მკაფიოდ განმარტა.

მისივე თქმით,  რუსეთთან ომში პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება, თუმცა პოლონელი ფერმერების ინტერესები მნიშვნელოვანია.

„ის, რომ უკრაინაში რამდენიმე ასეულ ან ათას ადამიანს უნდა დიდი ფულის შოვნა, ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, უკრაინელებს, როგორც ხალხს რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში. უდავოდ, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ომისა და უკრაინის მიმართ ჩვენი თანაგრძნობის გამო, ვინმემ ისარგებლოს ჩვენს კომპანიებთან, ჩვენს ფერმერებთან უსამართლო და უთანასწორო კონკურენციისთვის“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics