01:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 15:04:52, 656 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლეს

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

"გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეფორმებისა და ღირებულებების ერთგულება, რასაც სამხედრო სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ეფუძნება.

შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები მიმოიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გენერალი რობერტ ბრიგერი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. სტუმარმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი გმირთა მოედანზე მიაგო. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics