|
2024-02-09 12:03:22, 784 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები. ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტ ბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, „საქართველოს ბანკის“ 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ. ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
აღსანიშნავია, რომ მობილბანკში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სასაჩუქრე ბარათები, მათი შეძენა და გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო. „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მუდმივად ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ასზე მეტმა ბიზნეს მომხმარებელმა უკვე გამოიყენა ახალი შესაძლებლობა და შექმნა სასაჩუქრე ბარათები, შედეგად კი მიწვდა ახალ მომხმარებლებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“ - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ინფორმაციისთვის, ბიზნესებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეუძლიათ. ბიზნეს მენეჯერში შესვლა კი შესაძლებელია იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში გამოიყენება. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია „საქართველოს ბანკის“ პირველი ტერმინალი მარტივად, ონლაინ მოითხოვოს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)