|
2024-02-09 09:42:37, 1104 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ჩვენი შეცდომაა, რომ იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ იმ ომის დასრულება, რომელიც 2014 წელს დონბასში დაიწყო
შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ იმ ომის დასრულება, რომელიც 2014 წელს დონბასში დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით, ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და მოემზადნენ ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის შეერთებული შტატებისა და მისი მხარდამჭერების დახმარებით ევროპაში, „ნაგავში გადააგდეს“. „შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ ამ ომის დასრულება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, 2014 წელს დაიწყო დონბასში. მე უფრო ღრმად დაგაბრუნებთ. 1991 წელს, როდესაც ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატოს არ გააფართოებენ. დავბრუნდეთ 2008 წელს, როდესაც ნატოს კარი გააღეს, დავუბრუნდეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც მან თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დავუბრუნდეთ იმას, რომ ნატოს ბაზები, ამერიკული, ინგლისური ბაზები გაჩნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ამ საფრთხეებს ქმნიდა ჩვენთვის. დავუბრუნდეთ იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს 2014 წელს უკრაინაში. უაზროობა?! ხომ?! ეს ბურთი შეგვიძლია, წინ და უკან ვაგორაოთ მუდმივად, მაგრამ მათ ხომ შეწყვიტეს მოლაპარაკებები. შეცდომა?! – კი, გამოასწორეთ ის. ჩვენ მზად ვართ. მეტი რაღა?!" - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნებისთვის "ჯერჯერობით არ მიუღწევია". "ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში. ჩემმა კოლეგებმა საფრანგეთიდან და გერმანიიდან თქვეს: "როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, იარაღით თავში? კიევიდან ჯარები უნდა გავიდნენ“. მე ვთქვი, კარგი და ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები კიევიდან“, - დასძინა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)