|
2024-02-08 17:29:59, 1340 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა - ევაკუირებულია 100-მდე ოჯახი
ქედაში, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 100-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი. "ქედაში, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 100-მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას, ამ ეტაპისთვის არცერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს დილიდან, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს სწავლობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის გაწმენდილია 30 მიმართულება და 10 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურ სერვისის ტექნიკაა ჩართული. მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელ ვარჯანისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)