|
2024-02-08 15:52:19, 1315 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს სატენდერო გარანტიის მიღებას უმარტივებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს ახალი ინიციატივების დანერგვას და კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. სერვისი, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს განახლებული პირობებით სთავაზობს, უზრუნველყოფის გარეშე სატენდერო გარანტიაა. ეს სერვისი იმ ბიზნესებისთვისა განკუთვნილი, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ. რა არის სატენდერო გარანტია? სატენდერო გარანტია აზღვევს შემთხვევას, როცა ტენდერში მონაწილე კომპანია, გარკვეული მიზეზებით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. რადგან დოკუმენტის წარდგენა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა, ბანკი მზღვეველის როლს ითავსებს. შესაბამისად, ანაზღაურებს წინასწარ განსაზღვრული მოცულობის ზარალს და ტენდერის გამომცხადებელ ორგანოს კომპენსაციას უხდის. როგორ გამარტივდა მისი მოთხოვნა? სატენდერო გარანტიის მიღება აქამდე რამდენიმე პროცესთან იყო დაკავშირებული. მის მისაღებად ბანკში ვიზიტი, დოკუმენტაციის წარდგენა, განაცხადის განხილვა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო საჭირო. ამიერიდან კი „საქართველოს ბანკში“ ეს პროცესი სრულად გაციფრულდა და უზრუნველყოფის გარეშე, 15 000 ლარის ფარგლებში გარანტიის მიღება სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკშია შესაძლებელი. შემცირდა დოკუმენტის მიღების ვადებიც - ახლა პროცესი ავტომატიზებულია და გარანტიის დამტკიცებას სამუშაო დღეებში სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება. როგორია განახლებული პირობები? აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკში“ გარანტიის ციფრულად მიღებისას განახევრებული საკომისიო მოქმედებს. გარანტიის ლიმიტი კი 15 000 ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის. სატენდერო გარანტიის მოთხოვნა მარტივად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შეგიძლიათ, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში, შეგიძლიათ გახსნათ ონლაინ.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)