|
2024-02-08 10:02:00, 629 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარედ და სალხინოში მდინარეები 120 000 ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტვილის მუნიციპალიტეტში დათევზიანების პროგრამა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარეების დათევზიანების პროცესში მონაწილეობა დაცული ტერიტორიებისა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიიღეს. საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)