23:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 09:30:44, 731 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

The Times Of Israel-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი სავარაუდოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

ამასთან, როგორც მედია წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავს „ჰამასის“ პასუხს წინადადებაზე, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყანას პირველად 12 ოქტომბერს ეწვია.

სახელმწიფო მდივანი ისრაელიდან იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა.

სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე ვიზიტი დეკემბრის, მეოთხე კი მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics