|
2024-02-06 16:21:24, 1048 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. რიჟვაძის თქმით, სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური და მობილიზებულია ტექნიკა. "რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს მძიმე ვითარება გვაქვს რეგიონში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი. ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა ქალბატონი. მეორე პირი კი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ჩვენი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. მოსახლეობას ვთხოვ, გზებზე გადაადგილებისგან ამ ეტაპზე მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიასთან გასამკლავებლად", - წერს რიჟვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)