13:33 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 16:30:35, 1147 ნახვა

სამართალი
„რადიო თავისუფლება“ - დასავლეთ საქართველოში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - არასრულწლოვანმა ნაადრევად იმშობიარა

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, არასრულწლოვანმა გოგონამ კი, ნაადრევად იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 4 თებერვალს, ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

"ნაყოფი დაიღუპა... კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... 4 თებერვალს, კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა ის მის მიმართ წაყენებულ ბრალს",- წერს მედიასაშუალება.

გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics