|
2024-02-02 21:12:39, 1291 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს, შალვა გოჩიტაშვილს 100 წელი შეუსრულდა
სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია კასპის მუნიციპალიტეტში 100 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ომის ვეტერანს საიუბილეო თარიღი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ, ამავე სამსახურის შ/ქართლის სამსახურის უფროსმა ზვიად საბაშვილმა და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს. "კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ შალვას ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)