|
2024-01-29 10:48:53, 574 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლების კონკურსში „საქართველოს ბანკის“ რჩეული გამოვლინდა
„საქართველოს ბანკი“ ფინანსური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის "ფინანსური განათლება სკოლაში" მხარდამჭერია. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 65-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან კი ფინალურ ტურში 20 მასწავლებელი გადავიდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ საკლასო აქტივობებში ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრირების სახალისო გზები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ფინანსური განათლების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და ფინანსური განათლების საკითხების შესწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას. შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა. დამატებით „საქართველოს ბანკმა“ საკუთარი რჩეული გამოავლინა - სურამის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი, ინგა გოგალაძე. მისი იდეა დაზოგვის/პირადი ბიუჯეტირების კატეგორიაში იყო წარდგენილი და არდადეგების ფინანსურ დაგეგმვას შეეხებოდა. „საქართველოს ბანკმა“ ერთ-ერთ გამარჯვებულს და საკუთარ რჩეულს ფულადი ჯილდოები გადასცა. „საქართველოს ბანკი“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ კუთხით, ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის მასწავლებლების კონკურსი წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა დაინტერესებას ფინანსური განათლებით, მოახდინოს მისი სხვადასხვა ასპექტის პოპულარიზაცია და ფინანსური წიგნიერების საკითხების დამხმარე მასალების შეკრება. რაც თავისთავად, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას განაპირობებს. გვახარებს კონკურსის მიმართ გამოვლენილი დაინტერესება და მონაწილეების მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფინანსური განათლების მიმართ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტერესი“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)