14:11 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 16:30:53, 931 ნახვა

სამართალი
13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა

13 წლის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა, ხოლო 20 იანვარს, მას სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics