|
2015-02-11 15:39:51, 692 ნახვა
პოლიტიკა
ნორლანდი: FBI-მ ჟვანიას საქმეზე დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ხელმისაწვდომი გახადა
ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე თავისი დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მისთვის ხელმისაწვდომი გახადა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, თუ საქართველოს დღევანდელ მთავრობას ახალი ინფორმაცია აქვს და ამერიკის ფედერალურ ბიუროს მიაწვდის, ის მზადაა, დეტალები გამოიკვლიოს. "ჩვენი პოზიცია ამ მხრივ მრავალი წლის განმავლობაში ნათელია. აშშ მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს. იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების, თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით.ამ შემთხვევაში ასე მოხდა. ბატონი ჟვანიას და მეორე ადამიანის გარდაცვალების დროს. ეს ასე იქნება მომავალშიც.ამერიკის ფედერალურმა ბიურომ თვისი დასკვნა იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, რომელიც მისთვის გახადა ხელმისაწვდომი საქართველოს მთავრობამ. თუ საქართველოს მთავრობას ახალი ინფორმაცია აქვს და მიაწვდის FBI-ის, ის მზად არის ეს დეტალები გამოიკვლიოს",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)