08:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-07 16:55:43, 1003 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბელგიურ მედიას განუცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიშელის არჩევა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ მემკვიდრეზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საბჭოს შეხვედრებს უხელმძღვანელებს.

Politico-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება.

"2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე",- ამბობს მიშელი De Standaard-თან, Le Soir-სა და La Libre-თან ინტერვიუში და არ აკონკრეტებს, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში, თუმცა აღნიშნავს, რომ აპირებს შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR - Mouvement Réformateur-ს.

ცნობისთვის, შარლ მიშელს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2019 წლიდან იკავებს, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics