17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 10:12:07, 811 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

რატი ბრეგაძემ 2024 წლის დადგომა, იმ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა, რომლებიც დღესასწაულს სამუშაო გარემოში, ოჯახის წევრებისაგან მოშორებით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2024 წლის პირველ დღეს მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე უახლესი სპორტული კომპლექსი გახსნა. კომპლექსი ფეხბურთის, კალათბურთის მოედანსა და სატრენაჟორო სივრცისგან შედგება.

"მინისტრმა ახალი წლის დადგომა N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსაც მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ 2023 წელი საინტერესო გამოწვევებთან გამკლავებისა და პოზიტიური შედეგების წელი იყო.

2024 წელი კი ინსფრასტრუქტურული განახლებებისა და კიდევ მეტი წარმატების წელი იქნება ქვეყნისთვის და მის სამსახურში მყოფი თითოეული ადამიანისათვის. მინისტრმა გამოხატა რწმენა, იმისა, რომ ახალი წლიდან ახალი ენერგიითა და გაზრდილი მოტივაციით კიდევ უფრო მეტის გაკეთება იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics