|
2024-01-01 02:52:15, 1057 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მადლობა 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ამ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა
ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდა. დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას საკონცერტო სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა. „გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას. მინდა მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ ღამეს, მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო - მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცილეთ 2023 წელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ერგო ამ ერთი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიანთი შრომით, შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებით და თუნდაც, ყოველდღიური, კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წასწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს. მინდა, ასევე მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ემსახურება თავის ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს", - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მილოცვაში ასევე ხაზი გაუსვა 2023 წლის მთავარ მიღწევას - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. „სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვია. მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო დაბრუნება შინ - ევროპაში. გილოცავთ, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. დღეგრძელობა, სიხარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ ოჯახებთან ერთად. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის მფარველი. 2024 წელი აუცილებლად იქნება მეტი გამარჯვების და სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში" მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარუდგენენ.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)