18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 13:16:06, 649 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე,  თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიებაზე კადეტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მან სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics