10:41 - 27 May, 2026
|
2023-12-28 14:14:13, 908 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური - შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა
შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად 2 მეზღვაური დაშავდა. "ერთ დაშავებულ მეზღვაურს დახმარება ადგილზე გაუწიეს, მეორე კი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს",- წერს მედია. მათივე ცნობით, გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხანძარი გაჩნდა ზედა გემბანზე. წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)