|
2023-12-27 20:36:05, 1514 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და პრიორიტეტები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ წარადგინეს.
2024 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 2 760 000 ლარით გაიზარდა და 21 860 000 ლარს შეადგენს, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის 25 000 000 ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში, ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ საჭიროებებზე, რომელიც საშუალებას იძლევა, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული მიმართულებით.
საკრებულომ დღეს ასევე დაამტკიცა ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების 2024-2027 წლების დოკუმენტი“ და ,,შუახევის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)