|
2023-12-27 12:49:58, 1117 ნახვა
სამართალი
იანუშაიტიტეს დედა - აუცილებელია, ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა ამოიღონ ბრალდებულის დნმ - ექსპერტიზის ბიურომ ეს ვერ შეძლო
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმეზე ოჯახი მტკიცებულებების FBI-ში გაგზავნას ითხოვს. გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდობლობას უცხადებს. "ჩემს შვილს აქვს მრავლობითი დაზიანება. ჯამში, არის 39 დაზიანება, მათ შორის აქვს სილურჯეები, რომლებიც მიყენებულია თითებით. აუცილებელია, ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა მათ დნმ-ანალიზის მეშვეობით ამოიღონ ბრალდებულის დნმ, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ შეძლო",- განაცხადა დაღუპული 12 წლის გოგონას დედამ "მთავარ არხთან" საუბრისას. ნატო ხუტაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც, რომელიც მისი თქმით, შედგენილია თვითმხილველებზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)