20:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 14:11:29, 573 ნახვა

საზოგადოება
ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი.

"მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.  ასევე, დასრულდა  გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები. 

ამასთან, პროექტის ფარგლებში, დასრულდა დახაზვის სამუშაოებიც. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია.

ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics