|
2023-12-26 14:07:13, 579 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. "გრიგოლ გიორგაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბავშვებს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით ფასიანი ვაუჩერები და ტკბილეულის კალათები გადასცეს. საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს „მაკნატუნა“ დაესწრნენ",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)