20:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 12:25:48, 550 ნახვა

საზოგადოება
მერია - თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეცტექნიკით დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
მათი ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია გაეცნენ.
 
„ეს ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ მოვლა-პატრონობაშია და ამჯერად აქციის სახით საკმაოდ დიდი მოცულობის ნარჩენები გავიტანეთ. დედაქალაქის მასშტაბით მსგავს ერთობლივ აქციებს სისტემატურად ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, გთხოვთ, ნუ დავანაგვიანებთ ასეთ ადგილებს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
 
თბილისის მერიის ცნობითვე, დასუფთავების აქციაში ასევე ჩართული იყვნენ „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics