|
2023-12-25 16:11:00, 1186 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ვამხილეთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა "COVID-19"-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)